• ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. შეფერხების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ჩათში.

წესები და პირობები



წინამდებარე დოკუმენტი არის epicalorie.shop-ის ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ეპიკალორი შოფ“ შორის. შპს „ეპიკალორი შოფ“ (ს.ნ. 406419120) რეგისტრირებული მისამართი – ქ. თბილისი, ვლადიმერ ლობჟანიძის ქ. N4.

შპს „ეპიკალორი შოფ“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „epicalorie.shop”.

epicalorie.shop-ის ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და epicalorie.shop-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება epicalorie.shop-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებ-გვერდი, თუმცა, ამასთან epicalorie.shop მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია epicalorie.shop-ის დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. epicalorie.shop-ის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • • epicalorie.shop (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ეპიკალორი შოფ“, საიდენტიფიკაციო კოდი 406419120, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვლადიმერ ლობჟანიძის ქ. N4..
  • • მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს epicalorie.shop-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
  • • რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
  • • ანგარიში – მომხმარებლის მიერ epicalorie.shop-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
  • • შპს „საქართველოს ფოსტა“– საკურიერო კომპანია, რომელიც ახორციელებს epicalorie.shop-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას.

ვებ-გვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს epicalorie.shop-ზე განთავსებული პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებ-გვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „საქართველოს ფოსტა“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია

epicalorie.shop-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • • სახელი
  • • მისამართი
  • • ელექტრონული ფოსტა
  • • სისტემაში შესასვლელი პაროლი

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებ-გვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • • სოციალური ქსელით
  • • მობილური ტელეფონით
  • • ელექტრონული ფოსტით

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  • • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას epicalorie.shop-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  • • არ გამოიყენებს ვებ-გვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • • არ გამოიყენებს ვებ-გვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  • • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  • • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებ-გვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  • • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს epicalorie.shop-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, epicalorie.shop-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  • • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  • • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის epicalorie.shop-ის გამართულ ფუნქციონირებას;
  • • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და epicalorie.shop-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

epicalorie.shop-ის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

epicalorie.shop იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე .

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „საქართველოს ფოსტა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 203836233, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, სადგურის მოედანი N2.

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „საქართველოს ფოსტა“.

epicalorie.shop, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს „საქართველოს ფოსტას“.

epicalorie.shop მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „საქართველოს ფოსტას“, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. epicalorie.shop-ის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

მომსახურების მიღება

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ epicalorie.shop-ის ვებ-გვერდიდან საღამოს 21:30 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 21:30 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, – მეორე დღეს.

დიდსა და პატარა რეგიონებში, epicalorie.shop-ის ვებ-გვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 – 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 – 10 სამუშაო დღეში.

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა.

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებ-გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

epicalorie.shop-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

თუ epicalorie.shop მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს epicalorie.shop-ს გუნდს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

epicalorie.shop შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებ-გვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

epicalorie.shop პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებ-გვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

epicalorie.shop იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

epicalorie.shop გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

epicalorie.shop სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

შეზღუდვები ვებ-გვერდის გამოყენებისას

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. epicalorie.shop მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებ-გვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, epicalorie.shop-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს epicalorie.shop-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებ-გვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს epicalorie.shop-ის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

საავტორო უფლებები

ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის epicalorie.shop-ს

epicalorie.shop-ის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს “ეპიკალორი შოფ”-ის საკუთრებას.

epicalorie.shop-ის სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, epicalorie.shop-ის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს epicalorie.shop-ის სასაქონლო ნიშანი, ვებ-გვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს epicalorie.shop-ის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, epicalorie.shop უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება epicalorie.shop-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს epicalorie.shop-ის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებ-გვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

epicalorie.shop პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას epicalorie.shop-ის საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა epicalorie.shop-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს epicalorie.shop-ის ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის epicalorie.shop-ის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მესამე მხარე

epicalorie.shop იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებ-გვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს epicalorie.shop-ის ვებ-გვერდზე. სხვა ვებ-გვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, epicalorie.shop მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებ-გვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები

epicalorie.shop იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, epicalorie.shop მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

გამონაკლისს წარმოადგენს კატეგორიიდან „სოფლიდან“ შეძენილი პროდუქტი:

მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის რაოდენობა და ხარისხი შეამოწმოს შეკვეთის მიღების დღეს.

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული პროდუქტის რაოდენობა არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას და/ან მიღებული პროდუქტი მომხმარებლის გონივრული ეჭვით არ აკმაყოფილებს ხარისხს მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს epicalorie.shop-ს არაუგვიანეს შეკვეთის მიღებიდან მომდევნო კალენდარული დღის დასრულებამდე და შესაძლებლობის ფარგლებში დაურთოს ხსენებულის დამადასტურებელი ფოტომასალა დანაკლისთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების მიზნით.

epicalorie.shop სრულად იხსნის პასუხისმგებლობას განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში.

თუ უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა, შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ თქვენს მიერ შერჩეული მიტანის დროის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიზეზით ვერ მოხერხდა შეკვეთის ჩაბარება, რომელიც მოიცავს პროდუქტს კატეგორიიდან „სოფლიდან“ და განხორციელდა შეკვეთის უკან დაბრუნება, epicalorie.shop იხსნის მსგავსი შეკვეთილი პროდუქტის თანხის ანაზღაურების ყოველგვარ ვალდებულებას.

შენიშვნა: მომხმარებლის მხრიდან უკან დაბრუნებული შეკვეთის მოგვიანებით მიღების სურვილის შემთხვევაში, ის პროდუქტი, რომელიც არ დააკმაყოფილებს პროდუქტის შესაბამის ხარისხს მისი თვისობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არ ექვემდებარება მომხმარებლისათვის ხელახლა მიწოდებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი განახორციელებს იმავე სახის პროდუქტის განმეორებით შეძენას.